ქართველი გულშემატკივრის ერთგულება საზღვრებს გასცდა
ქართველი გულშემატკივრის ერთგულება საზღვრებს გასცდა

„მსოფლიო რაგბის“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ქართველი გულშემატკივრების მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნის ვიდეო გავრცელდა.

„ნამდვილი ვნება! დაუჯერებელი სცენები თბილისიდან, სადაც ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა ეროვნული ჰიმნის სამღერად, გასულ კვირას იტალიის წინააღმდეგ გამართული მატჩის წინ“, – წერია ვიდეოს აღწერაში.

შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს, ფლორენციაში, ერთმანეთს იტალიისა და საქართველოს ნაკრებები დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, 28-17 დასრულდა.