გააგონე ჰიმნი ქართველ მორაგბეებს - საქართველოს ჰიმნი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეასრულეს [ფოტოამბავი]
გააგონე ჰიმნი ქართველ მორაგბეებს - საქართველოს ჰიმნი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეასრულეს [ფოტოამბავი]

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე რაგბის გულშემატკივრები არიან შეკრებილი. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გასვლით თამაშზე მატჩისწინა ჰიმნი საქართველოდან შესრულდა.

ეროვნული ჰიმნი ფლორენციაში „არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე პირდაპირ პირველი რესპუბლიკის მოედნიდან აჟღერდა. რესპუბლიკის მოედანზე ეროვნული ჰიმნი ანსამბლ „შვიდკაცასთან“ და „ჰერიოსთან“ ერთად გულშემატკივრებმა შეასრულეს.

დღეს ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია იტალიასა და საქართველოს შორის. გულშემატკივრებს საშუალება აქვთ, მატჩს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ერთად უყურონ.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე რაგბის გულშემატკივრებთან ერთად იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახი კალაძე და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.