საქართველოს ჰიმნის ემოციური შესრულება ყაზახეთთან მატჩის წინ [ვიდეო]

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას ყაზახეთთან მართავს.

მატჩი თბილისში, „დინამო-არენაზე“ მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ჰიმნი ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ემოციურად შეასრულეს.

ერთა ლიგის დასკვნით მატჩში ვლადიმირ ვაისის გუნდს მხოლოდ მოგება აწყობს – ასეთ შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ 16 ქულას დააგროვებენ, რაც „დ“ დივიზიონში საუკეთესო შედეგი იქნება და ერთა ლიგის ნახევარფინალში „დ“ დივიზიონის სხვა ჯგუფის გამარჯვებულს უმასპინძლებს.

საქართველო-ყაზახეთის მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟის სანახავად მიჰყევით ბმულს.