სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე წუთის წინ აღდგა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, აღმოფხვრილია ტექნიკური ხარვეზი, რომელიც საბაჟოს თურქულ მხარეს წარმოიშვა და მოქალაქეებს საკუთარი ტრანსპორტით უკვე შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა.
პრობლემა საბაჟოზე ნაშუადღევს წარმოიშვა, რის გამოც საზღვარზე ტრანსპორტით გადაადგილება შეფერხდა და ბათუმი-სარფის გზაზე შეიქმნა რიგი და საცობი.