ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე შეფერხებაა
ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე შეფერხებაა

ვაქცინაციის საიტზე https://booking.moh.gov.ge ამ დროისთვის შეფერხებაა.

მოქალაქეები მონაცემების შევსებას და ჯავშნების გაკეთებას ვერ ახერხებენ.

„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო.

ქვეყანამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონი დოზიდან პირველი პარტია, 28 000 დოზა გვიან ღამით მიიღო.