წლის ბოლომდე, ჯანდაცვის სისტემას ხუთი ახალი რეანიმობილი დაემატება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ამირან გოგიტიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე დაინერგება რეანიმობილების შემოწმების ახალი სტანდარტი.
„სახელმწიფოს ამ დროისთვის 13 რეანიმობილი ჰყავს, წლის ბოლდე იგეგმება ხუთის შეძენა, რათა მოხდეს პარკის ზრდა და ხარისხიანი სერვისის შეთავაზება. დღეის მდომარეობით, რეანიმობილის რაოდენობის კუთხით დეფიციტი არ შეინიშნება.
რომ ავიღოთ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხი, არ არის საჭირო, რეანიმობილი იდგეს ყველა რეგიონში, ყველა რაიონსა და ყველა კლინიკაში. რეანიმობილია საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტი ერთი კლინიკიდან მეორეში გადაიყვანონ, როცა მას სჭირდება ოპერაცია ან სპეციფიკური სამედიცინო დახმახმარება. სანამ რეანიმობილი მივა კლინიკამდე, ყველა კლინიკას ქვეყნის მასშტაბით უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ პაციენტს მინიმუმ 24-48 საათის განმავლობაში, როგორი კრიტიკულიც უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სასიცოცხლო ფუნქციები შეუნარჩუნოს.
ფიზიკურად ვერ მოხდება და არცაა სჭირო, რომ ყველგან იდგეს რეანიმობილი. მთლიანობაში, 60-მდე რეანიმობილი ოპერირებს და ამ კუთხით, არაა დეფიციტი. პარკს მუდმივად ვზრდით. რეანიმობილების შემოწმების ახალი სტანდარტს რაც შეეხება, მოხდა მეტი კონკრეტიკა. ზოგადი საკითხები უფრო დაზუსტებულია. დამატებულია გარკვეული მოთხოვნები, მასში ჩამოთვლილი სამედიცინო აღჭურვილობა უფრო მრავალფეროვანია, რაც ჯანდაცვის სერვისის ხარისხს გაზრდის“, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.
ამირან გოგიტიძის თქმით, ახალი სტანდარტის მიხედვით, სამედიცინო პერსონალს ორ წელიწადში ერთხელ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადამზაების გავლა მოუწევს.