საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტში უარყოფენ, რომ თბილისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტში უარყოფენ, რომ თბილისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მეორე დღეა, დაიწყო მთლიანად, სასწრაფო დახმარების პერსონალის ტესტირება, ვინაიდან ისინი მაღალ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ეს არის სისტემური გადამოწმება.

როგორც ამირან გოგიტიძემ განაცხადა, ამ დროისთვის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 600-ზე მეტ თანამშრომელს აუღეს ტესტი.

„აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ზოგადად, უკვე მეორე დღეა, დაიწყო მთლიანად სასწრაფო დახმარების პერსონალის ტესტირება, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი არიან მაღალი რისკის მქონე ჯგუფში შემავალი. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს სისტემაში არსებული ყველა თანამშრომლის შემოწმება. ხოლო ის ინფორმაცია, რომ მძღოლებს და სასწრაფოს ექიმებს დაუდასტურდათ, არ შეესაბამება სიმართლეს. მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 600-ზე მეტ თანამშრომელს აუღეს დღეს ტესტი. ეს არის სისტემური გადამოწმება. ზოგის პასუხები დღეს მივიღეთ, ზოგის პასუხი ცნობილი ხვალ გახდება ცნობილი, მაგრამ ის რომ ვინმეს დაუდასტურდა არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.