საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები დღეს ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები დღეს ნოვრუზ ბაირამის, გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაულს აღნიშნავენ.
ნოვრუზი ახალ დღეს ნიშნავს და გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასწაულია.
2010 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკო-ს სამიტზე კი ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.
საქართველოში ნოვრუზ ბაირამი საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა 2010 წელს. ეს დღე წლებია, განსაკუთრებულად აღინიშნება მარნეულში. ეწყობა სახალხო დღესასწაული და ფეხით სეირნობა.
აზერბაიჯანული ოჯახები ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ამზადებენ ტრადიციულ კერძებს და ტკბილეულს, ეხმარებიან გაჭირვებულ მოსახლეობას.