ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის ჩაის სახლში უხუცესებს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის ჩაის სახლში უხუცესებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის ჩაის სახლში უხუცესებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა უხუცესებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის განსაკუთრებულ მეგობულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერთან ერთად ჩაის სახლში იმყოფებოდნენ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მერი კენან ომაროვი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, დეპუტატები ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი, აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და კომპანია „სოკარის“ საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი მახირ მამედოვი.