სალომე ზურაბიშვილი - ნოვრუზი მშვიდობისა და განახლების, იმედისა და მომავლის სიმბოლოა, რთული დრო დგას, მაგრამ დაე, ამ დღემ შეგვახსენოს, რომ იმედი არასდროს უნდა დავკარგოთ
სალომე ზურაბიშვილი - ნოვრუზი მშვიდობისა და განახლების, იმედისა და მომავლის სიმბოლოა, რთული დრო დგას, მაგრამ დაე, ამ დღემ შეგვახსენოს, რომ იმედი არასდროს უნდა დავკარგოთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავს.

„ნოვრუზი მშვიდობისა და განახლების, იმედისა და მომავლის სიმბოლოა.

რთული დრო დგას, მაგრამ დაე, ამ დღემ შეგვახსენოს, რომ იმედი არასდროს უნდა დავკარგოთ!

ჩვენს ყველა მოქალაქეს და ყველას, ვინც დღევანდელ დღეს ზეიმობს, ვულოცავ ნოვრუზის დღესასწაულს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.