სალომე ზურაბიშვილი - ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ამ დღეს ზეიმობს, ვისურვებდი, ეს დღე იქცეს განახლებული ენერგიისა და დამშვიდებული ურთიერთობების მომტანად
სალომე ზურაბიშვილი - ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ამ დღეს ზეიმობს, ვისურვებდი, ეს დღე იქცეს განახლებული ენერგიისა და დამშვიდებული ურთიერთობების მომტანად

ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ამ დღეს ზეიმობს, ვისურვებდი, ეს დღე იქცეს განახლებული ენერგიისა და დამშვიდებული ურთიერთობების მომტანად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვულოცავ აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელ ჩვენს თანამემამულეებსა და ყველა ჩვენს სტუმარს, ვინც დღეს გაზაფხულის შემოსვლას აღნიშნავს.

ახალი წლისა და ახალი მოსავლის ზეიმს ვულოცავ ასევე მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს თურქეთსა თუ ირანში, ყაზახეთსა თუ თურქმენეთში და მთელ მსოფლიოში.

ვისურვებდი, ეს დღე იქცეს ახალ საწყისად, ახალი სიცოცხლის წყაროდ, განახლებული ენერგიისა და დამშვიდებული ურთიერთობების მომტანად“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.