საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 16 პროცენტი სარგებლობს
საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 16 პროცენტი სარგებლობს

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 16 პროცენტი, ანუ 607 220 ადამიანი სარგებლობს.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სადაზღვევო ბაზრის 2020 წლის ექვსი თვის მიმოხილვის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 27 ათასით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (580,570 ადამიანი).

კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეთა პროცენტული წილი გასულ წელსაც 16 ნიშნულზე ფიქსირდებოდა. 2018 წელს კი, კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 14,9 პროცენტით სარგებლობდა.