ლევან დავითაშვილი - მივმართავ მოსახლეობას, მომავალ წლებში აუცილებლად გამოიყენონ დაზღვევის ის პროდუქტი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს
ლევან დავითაშვილი - მივმართავ მოსახლეობას, მომავალ წლებში აუცილებლად გამოიყენონ დაზღვევის ის პროდუქტი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს

სადაზღვეო კომპანიები რეგიონში ოპერატიულად მუშაობენ, ჩვენ ვართ მუდმივ კავშირზე იმ სადაზღვეო კომპანიებთან, რომლებსაც განხორციელებული ჰქონდათ დაზღვევა კახეთის რეგიონში, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩაერთონ დაზღვევის პროგრამაში.

„კიდევ ერთხელ ვიყენებ საშუალებას, რომ მივმართო მოსახლეობას, მომავალ წლებში აუცილებლად გამოიყენონ დაზღვევის ის პროდუქტი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს. ეს არის მნიშვნელოვნად გაიაფებული სერვისი. ჩვენ გვქონდა უშუალო შეხვედრები ფერმერებთან და ყველა აღიარებდა, რომ, სამწუხაროდ, მათ წელს არ გამოიყენეს დაზღვევა, მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის პროცენტი მზარდია. ამ დაზიანებული ფართობიდან, შემიძლია გითხრათ, რომ 1 200 ჰექტრამდე დაზღვეულია და ის დაზღვეული მევენახეები მიიღებენ სრულ ანაზღაურებას. რა თქმა უნდა, ისინი უპირატეს მდგომარეობაში არიან, მაგრამ გვესმის, რომ ესეც არის მაგალითი იმისა, რომ დაზღვევა არის აუცილებელი საჭიროება სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისას, რომ ჩვენ ეს პრობლემები, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, ავირიდოთ მომავალში“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დატოვე კომენტარი