საქართველოში ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 10 000-მდე ადამიანი, როგორც რეგიონის ფოლკლორის წარმომადგენლები, ასევე პოპულარული ქართველი შემსრულებლები.
ამასთან, პროექტი ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანებს მისცემს საშუალებას, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
ფესტივალი საინტერესო იქნება როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ტურისტებისთვის, რადგან ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საფესტივალო ქალაქი. ადგილზე მისულ სტუმრებსა და უცხოელ ტურისტებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ კონკრეტული რეგიონისათვის დამახასიათებელი სამზარეულო.
ფესტივალი Check In Georgia-ს ფარგლებში ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.