ანაკლიაში მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა
ანაკლიაში მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

ანაკლიის ისტორიული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი „კოლხი და…“ გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს.

ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებულმა ფესტივალის მონაწილეებს მიმართა და ისაუბრა ფესტივალის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ მსგავს ფესტივალებს ხელისუფლება ყოველთვის მხარს დაუჭერს.

ლონდონისა და დუბლინის ფოლკლორულმა ანსამბლებმა ანაკლიაში მეგრული სიმღერები შეასრულეს, რამაც მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხი და…“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეგიდით ტარდება.