საქართველოში დოკუმენტური ფილმის „როგორ გავხდე ქართველი“ გადაღებები იწყება
საქართველოში დოკუმენტური ფილმის „როგორ გავხდე ქართველი“ გადაღებები იწყება. ფილმს „abc ფილმ სტუდიო“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით იღებს.
ფილმის რეჟისორია ნათია არაბული-ვეგერი, სცენარისტი ნინო ჩუტკერაშვილი, პროდიუსერი კი არის გიორგი ჯეჯეია.
“როგორ გავხდე ქართველი” ახალგაზრდა უცხოელი მუსიკოსების შესახებ გვიყვება, რომლებმაც საცხოვრებლად საქართველო აირჩიეს. მელანი გერმანიიდან, ანა ისრაელიდან, ბენი ამერიკიდან, ხოლო ფარსა, ასტარე და მისი ქმარი შიო ირანიდან არიან. ერთი თაობის, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის, რელიგიის, რადიკალურად განსხვავებული ტრადიციების და კულტურების წარმომადგენლები, ერთმანეთს შეხვდნენ თბილისში.
ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით, ფილმის გმირები მოგზაურობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ადგილობრივ მოსახლეობას თავიანთ შემოქმედებას აცნობენ.