თენგიზ აბულაძის ფილმის, „მონანიების“ რესტავრაცია დასრულდა
თენგიზ აბულაძის ფილმის, „მონანიების“ რესტავრაცია დასრულდა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმის, „მონანიების“ რესტავრაცია დასრულდა. სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ამჟამად ეროვნულ კინოცენტრს აქვს ფილმის მაღალპროფესიულ დონეზე რესტავრირებული ვერსია“, – აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში და ავრცელებენ ვიდეოს, რომელშიც შეგიძლიათ, ნახოთ, როგორ იქმნებოდა ფილმის ისტორია და როგორ იხსენებენ შემოქმედებით პროცესს გადამღები ჯგუფის წევრები.

დატოვე კომენტარი