საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები - დოკუმენტური სერიალი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები - დოკუმენტური სერიალი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT

ქართული კალათბურთისთვის 2022 წელი განსაკუთრებული თარიღია. ზუსტად ერთი საუკუნის გავიდა, რაც ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა არსებობს. საიუბილეო თარიღს დაემთხვა ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი (პირველად ისტორიაში) სწორედ საქართველოა.

პირველი არხი (1-7 სექტემბრის ჩათვლით) მაყურებელს სთავაზობს დოკუმენტური ფილმების ციკლს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ – გზას, რომელიც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა დაარსებიდან დღემდე გამოიარა. დოკუმენტური ფილმების ციკლი ექვსი ნაწილისგან შედგება და დაგეგმილია მეშვიდე, დასკვნითი სერიაც, რომელიც ევრობასკეტი 2022-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თავგადასავალსა და ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებულ, უკვე ისტორიად ქცეულ დღეებს დაეთმობა.

დოკუმენტური ფილმების სერიებში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მოთამაშეები და მწვრთნელები დეტალურად იხსენებენ საინტერესო ეპიზოდებს ჩვენი გუნდის ისტორიიდან და ყველაზე ერთგული გულშემატკივრებიც კი ნახავენ და მოისმენენ ამბებს, რომლიც ჯერ არ იციან.

დოკუმენტური ფილმების ციკლი მოამზადა გადაცემა „ტაიმაუტის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა:

ავტორები – მიხეილ ნიკოლეიშვილი, ვაჟა სიმონიშვილი; რეჟისორი – ალექსანდრე ჯავახიშვილი; მონტაჟის რეჟისორი – არჩილ თაბუკაშვილი; ოპერატორი – ალექსანდრე შერვაშიძე; ტექსტს კითხულობს – გიორგი არჩვაძე.

ნახეთ პირველი სერია ბმულზე – „საქართველოს საკალათბურთო ნაკრების დაბადება“ 

მეორე სერია – „საქართველოს საკალათბურთო ნაკრების პირველი ნაბიჯები“