საქართველოში დღეიდან პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია იკრძალება
საქართველოში დღეიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია იკრძალება.
რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სანქციის ოდენობა გაორმაგდება.
პარკების მწარმოებლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს. იმპორტზე ზედამხედველობას ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახური გაწევს. რეალიზატორებს კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შეამოწმებენ.
საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია უკვე აიკრძალა. ამავე რეგლამენტის მიხედვით, 1-ლი აპრილიდან სრულად იკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
ბიოდეგრადირებად პარკს, პოლიეთილენის პარკთან შედარებით, ის უპირატესობა აქვს, რომ გარემოში დაშლას 3-6 თვეში იწყებს და პროცესი 12-24 თვეში სრულდება.