გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდა
გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდა

გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდა. საწარმო შიდა ქართლის რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო.

კომპანია „ეკო ჯორჯია“ სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეა, რომელსაც გორში მდებარე მიწის ნაკვეთი და 3355 კვ.მ. შენობა-ნაგებობა ერთ ლარად გადაეცა.

საწარმოს წარმომადგენლის თქმით, ეს ერთადერთი საწარმოა საქართველოში, სადაც არა მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები, არამედ მისთვის საჭირო ნედლეულიც მზადდება.

საწარმოს საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით სამ მილიონ ლარს შეადგენს. ამჟამად ადგილზე 25 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სამომავლოდ 100-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.

დატოვე კომენტარი