პოლიეთილენისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება-იმპორტის საკითხზე პარლამენტში შეხვედრა გაიმართება
პოლიეთილენისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება-იმპორტის საკითხზე პარლამენტში შეხვედრა გაიმართება

პარლამენტში პოლიეთილენისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება-იმპორტის თაობაზე დღეს შეხვედრა გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განუცხადა, შეხვედრას დეპუტატები, მწარმოებლები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ კანონი მისაღები იყო და პოლიეთილენის პარკების წარმოება უნდა აკრძალულიყო.

„შეხვედრის ფარგლებში იმსჯელებენ, რამდენად მარტივად და სწორად შეიძლება იყოს კანონი აღსრულებული. მოსაზრებები გამოითქვა, რომ ლაბორატორია არ არსებობს და ორ თვეში იქნება. მეწარმეებს შევხვდებით, რომ მათი არგუმენტირებული პოზიციები კარგად გავაანალიზოთ. ჩვენი მიზანია, საწარმოები, რომლებიც ფუნქციონირებენ და ადამიანებს ასაქმებენ, არ გაჩერდნენ, მაგრამ არგუმენტი, რომ ჩვენ გავჩერდებით და ვალდებულებებს არ შევასრულებთ, მიღებული არ უნდა იყოს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პლასტიკის, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტსა და რეალიზაციაზე იმსჯელეს და სხდომა ცხარე კამათის ფონზე წარიმართა.