საქართველოში დღეს დედის დღეს აღნიშნავენ.
დედის დღე – 3 მარტი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.
პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.
დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა დედის დღე ცალკე აღინიშნება.
3 მარტი ოფიციალური უქმე დღეა.