თავდაცვის მინისტრმა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა
თავდაცვის მინისტრმა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გიორგი მათიაშვილმა უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ შეკრებილ დედებს სიტყვით მიმართვისას მადლობა გადაუხადა და ქვეყნისთვის მრავალშვილიანი ოჯახების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიების დასასრულს მრავალშვილიანმა დედებმა მინისტრისგან საჩუქრად ყვავილების თაიგულები და სასაჩუქრე ბარათები მიიღეს.