საქართველოში დედის დღე აღინიშნება
საქართველოში დედის დღე აღინიშნება

საქართველოში დღეს დედის დღეს აღნიშნავენ.

დედის დღე – 3 მარტი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.

პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა დედის დღე ცალკე აღინიშნება.

3 მარტი ოფიციალური უქმე დღეა.