რუსთავის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა დასუფთავების სამსახურის ქალ თანამშრომლებს დედის დღე მიულოცეს
რუსთავის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა დასუფთავების სამსახურის ქალ თანამშრომლებს დედის დღე მიულოცეს

საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ და ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთავის თეატრის წინ მდებარე სკვერში დასუფთავების სამსახურის ქალ თანამშრომლებს დედის დღე მიულოცეს.

ქალაქის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა მათ ყვავილების თაიგულები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

მოგვიანებით მაჟორიტარი დეპუტატი და რუსთავის მერი დედის დღეს მიულოცავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული რუსთაველი სამხედრო მოსამსახურეების დედებს.