„საქართველოს ვარსკვლავის“ კონკურსანტი გედევან კევლიშვილი მეგაშოუს თანაწამყვანი გახდა
მუსიკალური მეგაშოუს „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი მონაწილე გედევან კევლიშვილი პროექტის თანაწამყვანი გახდა.
გადაწყვეტილება გადაცემაში პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ და ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა თინათინ ბერძენიშვილმა გააჟღერა.
„გედევან, შენ ხარ ძალიან ენერგიული, ქარიზმატული და პოზიტიური ადამიანი. შენ ეს ალბათ იცი, მე ვფიქრობ, ეს არ უნდა დარჩეს მაყურებელსა და ეთერს მიღმა, ამიტომ სხვანაირ გაგრძელებას გთავაზობთ. პირველმა არხმა და „საქართველოს ვარსკვლავმა“ გადაწყვიტა, რომ გახდე პროექტის ერთ-ერთი თანაწამყვანი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
გედევან კევლიშვილი „საქართველოს ვარსკვლავში“ წამყვანის ამპლუაში უკვე ლაივკონცერტის დროს გამოჩნდება.
გედევან კევლიშვილის გამოსვლა „საქართველოს ვარსკვლავში“.