„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულის გამოსავლენად ფეისბუქმესენჯერით მიღებული ხმების შესახებ ინფორმაცია
„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულის გამოსავლენად ფეისბუქმესენჯერით მიღებული ხმების შესახებ ინფორმაცია

პირველი არხის მუსიკალური შოუს „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა. მეგაშოუს გამარჯვებული საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში სიმღერით „სულ წინ იარე“ წარდგება. პროექტის გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ მაყურებელზე იყო დამოკიდებული – პირველი არხის მაყურებლებმა გამარჯვებული სატელეფონო ზარებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და ფეისბუქმესენჯერით გამოავლინეს.

პირველი არხი წარმოადგენს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ და პასუხისმგებლიან მედიას. პროექტის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სოციალური ქსელით – ფეისბუქმესენჯერით გამარჯვებულის გამოსავლენად მიღებული ხმების შესახებ ინფორმაციას ვაქვეყნებთ პირველი არხის ვებგვერდზე 1tv.ge და პირველი არხისა და პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ „ფეისბუქის“ გვერდებზე. ინფორმაცია ქვეყნდება პერსონალური მონაცემების, კერძოდ, ფეისბუქმესენჯერის საშუალებით ხმის მიმცემთა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მითითების გარეშე.

ფეისბუქ მესენჯერით მიღებული ხმების შესახებ ინფორმაცია