მუსიკალური მეგაშოუს „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალური ათეული გამოვლინდა. კონკურსის მთავარი პრიზისთვის – „ევროვიზიის საგზურისთვის“ შემდეგი კონკურსანტები იბრძოლებენ: ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, მარიამ კახელიშვილი, იკაკო ალექსიძე, თამარ ლაჭყეპიანი, დიმა კობეშავიძე, ლიზა კალანდაძე, გიორგი ფრუიძე, ბესო ნემსაძე.
ლაივშოუები თბილისის საკონცერტო დარბაზში 26 იანვრიდან გაიმართება, თითო ტურში კონკურსს თითო მონაწილე გამოეთიშება, არჩევანს კი მაყურებელი გააკეთებს, რადგან სწორედ ხალხის ხმა იქნება გადამწყვეტი იმ ინოვაციური ხმის მიცემის სისტემით, როდესაც კონკურსანტების მხარდაჭერა ფეისბუქმესენჯერის საშუალებით იქნება შესაძლებელი.