მუსიკალურ მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის ვინაობა ცნობილია. პროექტს, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს, ჟიურის ოთხი წევრი ეყოლება.
მათ შორის არიან: პირველი არხის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი ზაზა შენგელია, მუსიკოსი და მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი და გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა.
ჟიური მაყურებელთან ერთად საქართველოს რჩეულს გამოავლენს, რომელიც ვარსკვლავის სტატუსთან ერთად, „ევროვიზიის“ საგზურს მოიპოვებს.
მუსიკალური მეგაპროექტი პირველი არხის ეთერში 5 იანვრიდან გავა. მანამდე კი, გულშემატკივარს საშუალება აქვს კონკურსის ე.წ. ბექსთეიჯს ფეისბუქ-გვერდის მეშვეობით ადევნოს თვალი.