„საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის ვინაობა ცნობილია
„საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის ვინაობა ცნობილია

მუსიკალურ მეგაპროექტ​საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის ვინაობა ცნობილია. პროექტს, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს, ჟიურის ოთხი წევრი ეყოლება.

მათ შორის არიან: პირველი არხის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი ზაზა შენგელია, მუსიკოსი და მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი და გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა.

​ჟიური მაყურებელთან ერთად საქართველოს რჩეულს გამოავლენს, რომელიც ვარსკვლავის სტატუსთან ერთად, „ევროვიზიის“ საგზურს მოიპოვებს.

მუსიკალური მეგაპროექტი პირველი არხის ეთერში 5 იანვრიდან გავა. მანამდე კი, გულშემატკივარს საშუალება აქვს კონკურსის ე.წ. ბექსთეიჯს ფეისბუქ-გვერდის მეშვეობით ადევნოს თვალი.