საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა აფხაზური ენის დისტანციური სწავლების პროექტი მოამზადა
საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა აფხაზური ენის დისტანციური სწავლების პროექტი მოამზადა

საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა აფხაზური ენის დისტანციური სწავლების პროექტი მოამზადა.

ამის შესახებ პარლამენტში გამართულ მშობლიური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა.

„1999 წელს იუნესკო-ს გადაწყვეტილებით, დაწესდა მშობლიური ენის დღე, რომელიც მთელ მსოფლიოს ეხება. დღეში რამოდენიმე ასეული ენა, სამწუხაროდ, არსებობას წყვეტს.  იუნესკო-ს ამ გადაწყვეტილებას საქართველოც შეუერთდა და მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, იზრუნოს საქართველოში არსებულ ენობრივ უმცირესობათა ენებზე, მათ შორის, გამორჩეულად, აფხაზურ ენაზე. ეს კონსტიტუციურადაც არის დადასტურებული. აფხაზური ენის დისტანციური სწავლების პროექტის პრეზენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოებრივად, ასევე პოლიტიკურად, კულტურული, აღმშენებლობითი და იმ ხიდჩატეხილობის აღსადგენად, რომელიც ჩვენ ვალად ავიღეთ. მინდა, ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, განურჩევლად მისი ეროვნებისა და ენობრივი კუთვნილებისა, მივულოცო მშობლიური ენის დღე. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ სახელმწიფო საკანონმდებლო ფარგლებში ყოველთვის იზრუნებს ნებისმიერი ერის ენის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.

​მისივე თქმით, აფხაზური ენის დისტანციური სწავლების პროგრამა პროექტის დონეზეა, მას გარკვეული დაფინანსება და ფინანსური წყაროების მოძიება სჭირდება.

„ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთ ერთი საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც სირთულეების მოსაგვარებელ გზაზე ჩვენი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.