საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელობას შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელობას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელობას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საგარეო უწყების ხელძღვანელის, დავით ზალკალიანის განცხადებით, კომიტეტის თავმჯდომარეს ენგელს და კომიტეტის წევრს, მაქქოლს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხებისა საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელობასთან სატელეფონო საუბრისას, მადლობა გადავუხადე კომიტეტის თავმჯდომარეს ენგელს და კომიტეტის წევრს, მაქქოლს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხებისა და ასევე საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. უაღრესად ვაფასებ კონგრესმენების მხრიდან საქართველოს მიმართ გამოთქმულ ორპარტიულ მხარდაჭერას და მზაობას განაგრძონ აშშ-სა და საქართველოს შორის კავშირების განმტკიცება.

კონგრესმენებს გავაცანი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უმძიმესი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მდგომარეობა და ოკუპირებული რეჟიმის უკანონო ქმედებები, ამავე დროს ხაზგასმით აღვნიშნე კონგრესის, ასევე საერთაშორისო ფორუმების დღის წესრიგში საქართველოსთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობა. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ჩვენ განვიხილეთ კოვიდის კრიზისზე საქართველოს წარმატებული რეაგირება, რაც განპირობებული იყო ადრეული პრევენციის ღონისძიებებით, მთავრობასა და ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის მჭიდრო კოორდინაციითა და ასევე საზოგადობასთან ეფექტიანი კომუნიკაციით. კონგრესმენებს ასევე გავაცანი კონსტიტუციაში შეტანილი ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტში პროპორციულ წარმომადგენლობას და 2024 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მე მათ დავუდასტურე საქართველოს მთავრობის მზაობა ჩაატაროს კიდევ ერთი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებისა და ეუთოს/ოდირის მოთხოვნების შესაბამისად“, – განაცხადა ზალკალიანმა.