დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას მართავს
დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას მართავს

დანიის ელჩი ენ ტოფტ სორენსენი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება.

საგარეო უწყებაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა, სავარაუდოდ, ელჩის დაბარების მიზეზი მის მიერ დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებული საავტორო სტატია გახდა.

საქართველოს შესახებ საავტორო სტატიაში დანიის ელჩი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მან ქონება რუსეთში დააგროვა. დანიის ელჩი ასევე წერს: „რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველო უკრაინამ და ევროკავშირმაც დაადანაშაულეს რუსეთისადმი მეგობრული პოლიტიკის გატარებაში, რადგან ის არ შეეწინააღმდეგა მოსკოვთან ფრენების აღდგენას ამ ზაფხულს და არ დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, არამედ, პირიქით, რუსეთთან ვაჭრობა გაზარდა“.