საქართველოს რადიოს ახალი საეთერო სეზონისთვის გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი დასრულებულია
საქართველოს რადიოს ახალი საეთერო სეზონისთვის გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი დასრულებულია

საქართველოს რადიოს ახალი საეთერო სეზონისთვის გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი დასრულებულია.

პირველი ეტაპი ითვალისწინებდა პროექტების მიღებას ოთხ მიმართულებაზე:

▪     ორიგინალური რადიოიდეა

▪     შემეცნება-განათლება

▪     კულტურა

▪     გართობა-შემეცნება

საკონკურსო კომისიაში, 3 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, 131 განაცხადი შევიდა.

კომისიამ შემოტანილი განაცხადების საფუძველზე 55 პროექტი შეარჩია. მეორე ტურში ჩატარდა ავტორებთან გასაუბრება, რის შემდეგაც მესამე ტურში 41 პროექტი გადავიდა, რაც საპილოტე ჩანაწერების მომზადებას გულისხმობს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეებს დაეხმარება საპილოტე გადაცემის მომზადებისთვის აუცილებელი რესურსებით.

პროექტების შერჩევისას კომისია ხელმძღვანელობს მაუწყებლობის შესახებ კანონში გაწერილი შინაარსობრივი ვალდებულებების შესაბამისად და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების გათვალისწინებით.

საქართველოს რადიო-FM 102.4 ახალ საეთერო სეზონს ახალი პროექტებით იანვრიდან დაიწყებს.

 

მესამე ტურში გადასული პროექტების სია ასეთია:

მიმართულება: შენი რადიო-იდეა პირველზე

1. ალექსანდრე გაბელია; ნინო მხეიძე – რეფლექტორი
2. ბაბი ჭყონია, ლუკა ბარამიშვილი – ელექტროტალღა
3. იმედი ალშიბაია, დავით ვაჭრიძე – რადიომოგზაურობა გრძელ ტალღებზე
4. ხათუნა კობერიძე – სი ბემოლ ვიტამინი
5. ქეთევან კვიჭიძე – კულინარიული ექსპედიცია
6. ილია თავბერიძე – რადიოკალენდარი
7. გიორგი ასანიშვილი – აკუსტიკა
8. ქეთევან ნაცვლიშვილი – თანამედროვე
9. ზიზი ჩანტლაძე – დეტექტივები
10. შალვა გეგეჭკორი, გაგა გობრონიძე – მთელი ეს როკი
11. ლადო ტატიშვილი – ჯაზგიჟეთი
12. ლალი სეთურიძე – ფოლკლორი სხვადსხვა ჟანრებში
13. ლიანა ხორბალაძე – ვუსმენთ თავიდან
14. მიხეილ ჯავახიშვილი, დავით ცინცაძე – ფოლკ კლუბი
15. მაია მაცხონაშვილი – ჰიტ ექსპრესი.
16. ნია ბახტაძე – მუსიკალური შეხვედრები
17. ნუგეშა მესხი – ვივა კლასიკა
18. ლილი ჭანიშვილი – ისტორიული პარალელები აქცენტებით და ქრონოგრაფი (ერთ პროექტად);
19. მზია შომახია – ოღონდ ქართულად;
20. ნინო დათუკიშვილი – ინოვაცია;
21. ლიანა ძიძიგური – გალერეა
22. მანანა მახარაძე, ფატი თევდორაშვილი – ჩვენი ქალაქის პატარა ამბები;
23. ნანა ლომიძე, ია მახარაძე – ემიგრაციის ხმა;
24. ივანე ჯაფარიძე – გაიცანით საქართველოს სოფლები და საქართველოს ძველი ქალაქები და ციხესიმაგრეები (ერთ პროექტად)
25. გრიგოლ მურღულია – საზრისები
26. გიორგი ხადური – მუსიკაზე და არა მხოლოდ; ისტორიის პოპ გაკვეთილები. (ერთ პროექტად)
27. დავით ევგენიძე – მუსიკის-12-მოციქული
28. რეზო კიკნაძე, ნინო ჟვანია – ყველაფერი მუსიკაზე
29. თამარ დადიანიძე – არტნიუსი
30. მარიამ ჩიჯავაძე – მხოლოდ ოპერა;
31. ბრავო რეკორდსი – ერთი ჰიტის ისტორია

მიმართულება: შემეცნება – განათლება /ჯანსაღი ცხოვრება

არ შეირჩა

მიმართულება: შემეცნება – განათლება / სამომხმარებლო

1. თამარ ბოლქვაძე – ჩვენი ფერმა.

მიმართულება: შემეცნება – გართობა / მუსიკალური

1. მარიამ ჩიჯავაძე – მუსიკალური მეგზური;

მიმართულება: შემეცნება – გართობა / საინფორმაციო – გასართობი

1. მედეა იმერლიშვილი, გაგა გობრონიძე – ღია ფანჯარა
2. სოფიო ბასილაშვილი; ეკატერინე კახნიაშვილი – დაასწარი მზეს

მიმართულება: კულტურა – ხელოვნება /კულტურულ – შემეცნებითი

1. გულიკო კაკაბაძე – სპექტაკლი მიკროფონთან (რამდენიმე პროექტის გაერთიანება)
2. თამარ დადიანიძე – მესამე ზარი;

მიმართულება: შემეცნება – გართობა / შემეცნებით-მუსიკალური

1. კახა თოლორდავა – უცნობი მუსიკა
2. თეიმურაზ კვირკველია – 12 თრეკი.
3. დავით როსტომაშვილი, დაჩი იჩუაიძე – ელექტრო დეპო
4. ჯაბა შავიშვილი, ლევან ძნელაძე – Groove