სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტაჟირების პროგრამაზე „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ მოსარგებლე პირებისთვის მიღებას აცხადებს
სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტაჟირების პროგრამაზე „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ მოსარგებლე პირებისთვის მიღებას აცხადებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, აცხადებს მიღებას სტაჟირების პროგრამაზე „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ („1+4 პროგრამა”) მოსარგებლე პირებისათვის.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საჯარო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, პროფესიული უნარების განვითარება და საქმიანი გამოცდილების შეძენა, საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

„პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი უწყებათაშორისი საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები სურვილის მიხედვით ერთიდან 12 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია შესაბამის ბმულზე.