პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი, სტანისლავ კარჩევსკი და მისი თანმხლები დელეგაცია დღეს საქართველოს ეწვევა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას სტანისლავ კარჩევსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
დაგეგმილია პოლონეთის სენატის მარშალის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
სტანისლავ კარჩევსკი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და ლეხ კაჩინსკის მემორიალს გვირგვინებით შეამკობს.
ვიზიტის ფარგლებში, სტანისლავ კარჩევსკი სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ადმინისტრაციულ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას მოინახულებს.
სენატის მარშალი ეწვევა კახეთსაც და სოფელ ნუკრიანში, განვითარების თანამშრომლობის პროექტის მიმდინარეობას გაეცნობა.
დელეგაცია, ასევე, პოლონურ სკოლას ესტუმრება, სადაც მოსწავლეებთან გამიმართება შეხვედრას. დაგეგმილია სამედიცინო ცენტრ „კამილიანის“ მონახულებაც.