პოლონეთის სენატის მარშალმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
პოლონეთის სენატის მარშალმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის სენატის მარშალმა,  სტანისლავ კარჩევსკიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. სტანისლავ კარჩევსკიმ დელეგაციასთან ერთად დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს ჰიმნი დაუკრა.

სტანისლავ კარჩევსკი დელეგაციასთან ერთად საქართველოს გუშინ ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სტანისლავ კარჩევსკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა.