პოლონეთის სენატის მარშალი - საქართველოსთან დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება გვაერთიანებს
პოლონეთის სენატის მარშალი - საქართველოსთან დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება გვაერთიანებს

ჩვენ გვაერთიანებს დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება, საქართველო პოლონეთის სტრატეგიული პარტნიორია, – ამის შესახებ პოლონეთის სენატის მარშალმა, სტანისლავ კარჩევსკიმ განაცხადა.

„მოხარულები ვართ. დღეს მოვაწერთ ხელს პარლამენტებს შორის შეთანხმებას. ეს მისცემ ჩვენს თანამშრომლობას ახალ იმპულსს. ჩვენი კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სამეცნიერო ურთიერთობები შესანიშნავად ვითარდება. ეს ხელშეკრულება გააუმჯობესებს თანამშრომლობას და გააღრმავებს ურთიერთობებს“, – აღნიშნა კარჩევსკიმ.

დღეს საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმსა და სენატს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება. დოკუმენტს ხელს პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლონეთის სეიმის მარშალი მარეკ კუჩინსკი და სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი მოაწერენ.