საქართველოში ვიზიტით მყოფი პოლონეთის სენატის მარშალი ირაკლი კობახიძეს შეხვდა
საქართველოში ვიზიტით მყოფი პოლონეთის სენატის მარშალი ირაკლი კობახიძეს შეხვდა

საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი და მისი თანმხლები დელეგაცია ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სტანისლავ კარჩევსკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა. შეხვედრაზე სიტყვის გამოსვლისას საქართველო-პოლონეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს.

როგორც პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა აღნიშნა, დღევანდელი დღე ორმაგად მნიშვნელოვანია რადგან დღეს პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღე აღინიშნება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ და პოლონეთი საქართველოს საიმედო პარტნიორია.

„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში პოლონეთის სენატის მარშალი ჩამობრძანდა. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები პოლონეთსა და საქართველოს შორის. გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება ხელმოწერილი. გვქონდა არაერთი შესაძლებლობა, რომ გვქონოდა განხილვა ისეთი საკითხების, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასთან. მისი ჩამობრძანება არის საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოხატულება“,- განაცხადა კობახიძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე პოლონეთის საელჩომ წლის საუკეთესო მხატვრები ზიგმუნტ ვალიშევსკის პრიზით დააჯილდოვა.