საქართველოს პირველი არხის დილის გადაცემა „ახალ დღეში“ ზურაბ დოიჯაშვილის მხარდასაჭერი საქველმოქმედო მარათონი გაიმართება
საქართველოს პირველი არხის დილის გადაცემა „ახალ დღეში“ ზურაბ დოიჯაშვილის მხარდასაჭერი საქველმოქმედო მარათონი გაიმართება

საქართველოს პირველი არხის დილის გადაცემა „ახალ დღეში“ მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის მხარდასაჭერი საქველმოქმედო მარათონი გაიმართება. მარათონი ჩატარდება პირდაპირ ეთერში, პარასკევს, 18 დეკემბერს, 09:15 საათიდან 10:00 საათამდე. მონაწილეობას მიიღებენ ზურაბ დოიჯაშვილის მეგობრები და კოლეგები. საქველმოქმედო მარათონის ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა და საქართველოს ხელოვანთა პროფესიული კავშირი.

მარათონის დასრულების შემდეგ, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

ზურაბ დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძვის. მომღერალი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. საქართველოში მისი დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო სამედიცინო რეანომობილით, რისთვისაც საჭიროა 66 000 ლარი (20 000 აშშ დოლარი).

საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ, თანხა ჩარიცხოთ ანგარიშის ნომერზე:

სს „საქართველოს ბანკი“

ბანკის კოდი – BAGAGE22

ანგარიში – GE06BG0000000498478658

მიმღები – ტურიზმის განვითარების ასოციაცია

დანიშნულება – ზურა დოიჯაშვილისთვის