საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა 103 ხმით 17-ის წინააღმდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე შემცირდა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეურთდა; გარემოს დაცვის სამინისტროს – სოფლის მეურნეობის სამინისტრო; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი დაემატა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობის შემადგენლობა ასეთია:

პრემიერ-მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი – მიხეილ ჯანელიძე

შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია

ეკონომიკის მინისტრი – დიმიტრი ქუმსიშვილი

ფინანსთა მინისტრი – მამუკა ბახტაძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე

განათლების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი

იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი

თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ზურაბ ალავიძე

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო – კახი კახიშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი.

მთავრობის შემადგენლობისადმი ნდობის გამოცხადების პროცედურა პარლამენტში გუშინ დაიწყო.