საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტს შვიდი დღის ნაცვლად, ათი დღის ვადაში გადაუგზავნის
საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტს შვიდი დღის ნაცვლად, ათი დღის ვადაში გადაუგზავნის

საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტს შვიდი დღის ნაცვლად, ათი დღის ვადაში გადაუგზავნის.

შესაბამისი ცვლილებები “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონში შედის, რაც ავტორების განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარეობს.

პროექტით, პრეზიდენტი ათი დღის ნაცვლად, კანონპროექტს ხელს აწერს და აქვეყნებს კანონპროექტის მისთვის გადაცემიდან ორი კვირის ვადაში.

ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის შენიშვნების მიღების ან მიუღებლობის შემთხვევაში, კანონპროექტის პრეზიდენტისთვის გადაცემის და პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერის და გამოქვეყნების ვადები.

დატოვე კომენტარი