მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ პარლამენტთან აქციას მართავენ
მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ პარლამენტთან აქციას მართავენ

მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ პარლამენტთან აქციას მართავენ. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

დაფიონმა“ აქცია 19:00 საათიდან დაიწყო, ხოლო „ჯიუტის“ წარმომადგენლებს შეკრება 20:00 საათიდან ჰქონდათ დაანონსებული.

თბილისში, რამდენიმე დღეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები ტარდება. აქციის მონაწილეები ითხოვენ მთავრობის შეცვლასაც.