მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ პარლამენტთან აქციებს სხვადასხვა დროს აანონსებენ

17:02, 18.04.2024

მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ დღეს პარლამენტთან აქციას გამართავენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან აქციებს სხვადასხვა დროს აანონსებენ.

მოძრაობა „ჯიუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია: „დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ ჯიუტი წინააღმდეგობა გრძელდება“.

„დაფიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი ნათქვამია, რომ პარლამენტთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან.

„გაემზადეთ, მეგობრებო. დღეს ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და არ უნდა დავიშალოთ, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ“, – აღნიშნულია „დაფიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში, რამდენიმე დღეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები ტარდება. აქციის მონაწილეები ითხოვენ მთავრობის შეცვლასაც.

მსგავსი