საქართველოს პარლამენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციას მიიღებს
საქართველოს პარლამენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციას მიიღებს

საქართველოს პარლამენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლისთავთან და სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას გეგმავს.

დოკუმენტის შინაარსზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ისაუბრა.

რეზოლუციის პროექტი 28 ოქტომბრის ბიუროს სხდომას წარედგინება. მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში მოხდება, ხოლო დეპუტატები დოკუმენტს კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.

რეზოლუციის პროექტს საქართველოს პირველი არხი უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან და სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით

„საქართველოს პარლამენტი:

–         ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორსო ხელშეკრულებებს, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, 2016 წლის 29 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ;

–         ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით;

–         ითვალისწინებს რა საქართველოს მოქალაქეთა სწრაფვას, რომ საქართველო, როგორც  ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და საერთო ღირებულებების მატარებელი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი;

–         აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ევროპული ინტეგრაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით არის გამყარებული;ამასთან, 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებით ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტიად იქცა;

–         ითვალისწინებსრა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2009 წლის 7 მაისის პრაღის სამიტის ერთობლივ დეკლარაციას, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2011 წლის 29-30 დექემბრის ვარშავის სამიტის ერთობლივ დეკლარაციას, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2013 წლის 28-29 ნოემბრის ვილნიუსის სამიტის ერთობლივ დეკლარაციას, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2015 წლის 21-22 მაისის რიგის სამიტის ერთობლივ დეკლარაციას, 2016 წლის 2 ივნისის ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის 24 ნოემბრის ბრიუსელის სამიტის ერთობლივ დეკლარაციას, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის ევროპარლამენტის 2017 წლის 15 ნოემბრის რეკომენდაციებს ევროკავშირის საბჭოს, კომისიის და საგარეო საქმეთა სამსახურის საყურადღებოდ, 2018 წლის 21 მარტის საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებდა ევროპარლამენტის 2018 წლის 14ივნისის რეზოლუციას – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შემოჭრიდან 10 წლის შემდეგ;

–         ხაზს უსვამს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში არსებული კონფლიქტების გადაწყვეტა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტიაა;

–         მიესალმება ევროკომისიის მიერ ინიცირებულ სტრუქტურულ კონსულტაციებს აღმოსავლეთ პარტნირობის მომავალთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველო აქტიურად მონაწილეობს და აღნიშნავსაღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის სამიტისთვისთანამშრომლობის სამომავლო მიზნებისერთობლივად განსაზღვრის მნიშვნელობას;

–         მიესალმება აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკას, როგორც ევროკავშირის წარმატებულ ინიციატივას, რომელმაც გასული ათწლეულის განმავლობაში, დიფერენცირების და ინკლუზიურობის პინციპებზე დაყრდნობით  ხელი შეუწყო ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ პარტნიორ ქვეყნებს შორის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთკავშირების გაღრმავებას თითოეული ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ამბიციებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით;

–         ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა, როგორც განსხვავებული საშინაო და საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების მქონე ქვეყნების საერთო პლატფორმა, სრულად არ და ვერ პასუხობს საქართველოს პოლიტიკურ ამოცანებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და აცხადებს, რომ  ევროკავშირთან სრული ინტეგრაციის საკითხები რჩება საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტად;

–         მიესალმება საქართველოს, მოლდოვის და უკრაინისგანსაკუთრებულ მიღწევებს,რაც გამოიხატა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაში და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ სხვა შედეგებში, ისევე როგორც თანამშრომლობის გაძლიერებას ყველა ჩართულ პარტნიორთან.

საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრქვეყნებს:

·                     უზრუნველყონ აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორცევროკავშირის წარმატებული საგარეო-პოლიტიკური ინიციატივის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება დიფერენცირების და ინკლუზიურობის პრინციპების საფუძველზე, რამაც გასული 10 წლის განმავლობაში პოლიტიკის წარმატება განაპირობა;

·                     აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად უზრნველყონ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სატრანსპორტო, სატრანზიტო, სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულად რეალიზებას;

·                     ევროპის კონტინენტზე მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, გააქტიურონ მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართ, გააძლიერონ ჩართულობა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში და უზრუნველყონ დაინტერესებული ქვეყნების ინტეგრირება ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში;

·                     გააძლიერონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული რუსეთ-საქართველოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესასრულებლად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მისაღწევად და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის მხარდასაჭერად;

·                     აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალ ამოცანებს შორის განსაზღვრონ თანამშრომლობის საჭიროება საერთო ინტერესის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორი ქვეყნების მდგრადობის გაძლიერება დემოკრატიულიგანვითარების და პირდაპირი ეკონომიკური მხარდაჭერის გზით,ჰიბრიდულ საფრთხეებთან, ტრანსნაციონალურ და კიბერდანაშაულთან ბრძოლა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა, განათლება და მეცნიერება, კულტურული კავშირების გაძლიერება და ხალხთა შორის ურთიერთობები;

·                     ხელი შეუწყონ პარტნიორი ქვეყნების მეტ ჩართლობას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებსა და სპეციალიზირებულ სააგენტოებში, რაც წაახალისებს საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარებას, გააძლიერებს პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუციებს და გაზრდის მათ თავსებადობას ევროკავშირის სტანდარტებთან.

–         საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის, როგორც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმომწერი და ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციის მქონე სახელმწიფოებისთვის:

·         უზრუნველყონ დიფერენცირებული მიდგომა, რაც გამოიხატება აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში სპეცაიალური ფორმატის შექმნაში ასოცირებული პარტნიორებისთის;

·                     2020 წლის სამიტისთვის შეიმუშაონ ევროკავშირში გაწევრიანების ხედვა დაგანსაზღვრონ კონკრეტული, შუალედური, მიღწევადი მიზნები, რაც ერთი მხრივ, საშუალებას მისცემს ასოცირებულ წევრებს  შეინარჩუნონ მაღალი პოლიტიკური ინტერესი, ხოლო, მეორე მხრივ, სათანადო პირობების არსებობისას, შესაძლებელს გახდის გაწევრიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას. ასოცირებული პარტნიორების ევროპული პერსპექტივის აღიარება, ხელს შეუწყობსევროპულ ინტეგრაციაზე სტრატეგიულ კომუნიკაციას და გააძლიერებს საზოგადოების მხარდაჭერას ევროპული დისწესრიგით გათვალისწინებული რეფორმებისადმი;

·                     ხელი შეუწყონ ამ ქვეყნებში რეფორმების განხორციელებას, მათ შორის გაზრდილი ფინანსური დახმარებითა და ახალი სპეციალური ინსტრუმენტებით, რაც თავსებადი იქნება ასოცირების შეთანხმებითგანსაზღვრულ ამბიციურ მიზნებთან;

·                     შეიმუშაონ ასოცირებული ქვეყნებისევროპის ერთიან ბაზარში ინტეგრირების გეგმა, რაც გზას გაუხსნის ამ ქვეყნებს ისარგებლონ ეროკავშირის ოთხი თავისუფლებით;

·                     შეიმუშაონ ასოცირებული ქვეყნებისთვის ევროკავშირის დასაქმების ბაზრის გახსნისთვის სამოქმედო გეგმა, რათა სათანადო პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე, უზრუნველყონ ევროკავშირის შრომით ბაზარზე ამ ქვეყნების მოქალაქეთა წვდომა;

·                     პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების და შემდგომი დაახლოების მიზნით, ხელი შეუწყონ  ასოცირებული ქვეყნების მაქსიმალურ ჩართულობას ევროკავშირის ინსტიტუტების შესაბამის ფორმატებში.

საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

·                     გააძლიეროს ძალისხმევა ასოცირების შეთანხმების და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის შესასრულებლად, როგორც მნიშვნელოვანი წინაპირობა ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე ;

·                     განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებთან, ისე ევროკავშირის/შენგენის სივრცის წევრ სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით. განაგრძოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედი გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულება და განახორციელოს ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი ოპერატიული ზომები (Operational Actions);

·                     საქართველოს ევროკავშირში ფუნქციური ინტეგრაციის მიზნით განაგრძოს ძალისმევა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკით (RoadMap2EU) გათვალისწინებული რეფორმების და ღონისძიებების განსახორციელებლად, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების მიღმა, სექტორული ინტეგრაციის გასაღრმავებლად;

·                     მიმართოს ძალისხმევა, რათა ევროკავშირი მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, საქართველოში და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში; გააძლიეროს ძალისხმევა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მისაღწევად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ეთნიკური ნიშნით ძალადობის პრევენციის მიზნით, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შესულ პირთა მიმართ შემზღუდავი ზომების ასამოქმედებლად;

·                     იზრუნოს საქართველო-ევროკავშის მაღალი დონის ფორმატების რეგულარულად და ეფექტიანად გამოყენებაზე, უზრუნველყოს შეთანხმებული მიმართულებებით მიღწეული პროგრესის კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტსა და ქართულ საზოგადოებასთან;

·                     გააძლიეროს მუშაობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა ადგილობრივ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში ხელი შეეწყოს საქართველოს და ევროკავშირში საქართველოს სამომავლო წევრობის მიმართ დადებითი განწყობების წახალისებას.

·                     გააძლიეროს თანამშრომლობა ასოცირებულ პარტნიორებთან, მოლდოვასა და უკრაინასთან და საერთო ამოცანების განსაზღვრით და ურთიერთკოორდინაციით განავითაროს ასოცირებული პარტნიორების სამეულის ფორმატი;

·                     აქტიურად ჩაერთოს ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებიც საქართველოს გეოგრაფიის გათვალისწინებით, გააღრმავებს სატრანსპორტო კავშირებს საქართველოსა და ევროკავშირს, ასევე საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, მათ შორის შავი ზღვის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების გზით;

·                     ევროკავშირთან და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით იმუშაოს ევროკავშირთან შრომითი მობილობის ეტაპობრივად განვითარებაზე; შეიმუშაოს შრომითი მობილობის კონკრეტული და მიზნობრივი სქემები;

·                     ევროკავშირთან ერთად  განიხილოს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე წვდომისთვის აუცილებელი ღონისძიებები და განსაზღვროს შესაბამისი ნაბიჯები;

·                     შეისწავლოს შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ახალ პერსპექტივებს გაუხსნის; მათ შორის, განიხილოს აღმოსავლეთ ევროპაში ევროპის ეკონომიკური სივრცის ანალოგიური თავისუფალი ვაჭრობის ეკონომიკური სივრცის შექმნის (EEA Plus) მიზანშეწონილობა და სარგებლიანობა;

·                     შედეგზე ორიენტირებული პროგრამებით უზრუნველყოს ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტების ფარგლებში გამოყოფილი რესურსების ეფექტიანი ათვისება;

·                     გააძლიეროს კომუნიკაცია კერძო სექტორთან, განსაკუთრებით წვრილ და საშუალო მეწარმეებთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის უფრო ეფექტიანად ათვისების შესახებ, უზრუნველყოს მათი დახმარება ექსპერტიზით, კვლევებითა და ანალიზით, შეიმუშაოს ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის წახალისების დამატებითი ღონისძიებები;

·                     ხელი შეუწყოს სტუდენტების გაცვლას, ერთობლივ სამაგისტრო და კვლევით პროგრამებს, ასევე ევროკავშირის პროგრამებში – Erasmus+, Creative Europe, Horizon 2020 და სხვა – საქართველოს აქტიურ მონაწილეობას;გამოავლინოს და იმუშაოს ახალგაზრდობისთვის ევროკავშირში არსებული სხვა პროგრამების დასანერგად; განაგრძოს ძალისხმევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის შემდგომი განვითარებისათვის“.