მაკა ბოჭორიშვილი – მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეკორდული 107 ხმით მიიღო რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების სტატუსის შესახებ. მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. საქართველოს რეზოლუციას 2026 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
The #UNGA has adopted the resolution on the status of #IDPs and refugees from Abkhazia and the Tskhinvali region of🇬🇪 with a record 107 votes in favour.
We thank all states that stood with🇬🇪 & supported the right of displaced persons to a safe, dignified and unhindered return. pic.twitter.com/ogV34mbhon— Maka Botchorishvili (@MakaB__) June 4, 2026