აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით დონალდ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებას შეზღუდავს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეზღუდავს დონალდ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებას ირანთან მიმართებით.
რეზოლუცია 215 ხმით მიიღეს 208 ხმის წინააღმდეგ. რეზოლუციას მხარი ასევე დაუჭირა ოთხმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა – თომას მასიმ, ბრაიან ფიცპატრიკმა, ტომ ბარეტმა და უორენ დევიდსონმა.
უცოური მედია იტყობინება, რომ დემოკრატი კონგრესმენები კვირების განმავლობაში ითხოვდნენ აღნიშნული რეზოლუციის მიღებას, ბოლო პერიოდში კი მათ პოზიციას სულ უფრო მეტი რესპუბლიკელი უერთდებოდა.
რეზოლუციის ძალაში შესვლისთვის სენატის დამტკიცებაა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გადაეცემა.
სენატში ამ საკითხზე კენჭისყრა მარტსა და აპრილში რამდენჯერმე ჩაიშალა.