საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში რამდენიმე წუთის წინ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა დაიწყო. დღის წესრიგის მიხედვით რამდენიმე საკითხი იყო განხილული.
1) საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესიის მოწვევის შესახებ
2) სეოკ-ის წესდების მეოთხე თავის 1.1.1. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სეოკ-ის აღმასკომის უფლებამოსილების ფარგლებში საანგარიშო სესიაზე წარსადგენი სეოკ-ის სუბიექტთა და პერსონალურ პირთა განსაზღვრის შესახებ.
3) 2020 წლის შედეგების მიხედვით სეოკ-ის ნომინაციების შესახებ.