ლერი ხაბელოვი - მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც მოიფიქრეს, ყველას დაასწრეს და საბჭოთა პერიოდში დამოუკიდებელი ოლიმპიური კომიტეტი პირველად დააფუძნეს #1TVSPORT
ლერი ხაბელოვი - მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც მოიფიქრეს, ყველას დაასწრეს და საბჭოთა პერიოდში დამოუკიდებელი ოლიმპიური კომიტეტი პირველად დააფუძნეს #1TVSPORT

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ ლაშა ბექაურის ოლიმპიური ვარსკვლავის გახსნა და ლაშა ტალახაძის ვარსკვლავის დამატებითი ჩანაწერის გაკეთება შეგნებულად დაამთხვია მნიშვნელოვან თარიღს.

1989 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, რომელიც საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ კომიტეტს გამოეყო და ოლიმპიურ მოძრაობაში დამოუკიდებლად გაწევრიანების სურვილი გამოთქვა.

საზეიმო ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა გახსნა:

„მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც საბჭოთა პერიოდში მოიფიქრეს, ყველას დაასწრეს და პირველად დააფუძნეს დამოუკიდებელი ოლიმპიური კომიტეტი. დღეს ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ოლიმპიურ მოძრაობაში. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიურად იყო ჩართული ქართული სპორტის წინსვლასა და წარმატებებში წვლილი შეიტანა. სასიამოვნო დღე გვაქვს, ახალი ოლიმპიური ვარსკვლავ გავხსენით, რაც ამ დღეს შეგნებულად დავამთხვიეთ. 36 ჩემპიონი გვყავდა და ახლა 37-ე შეგვემატა“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლერი ხაბელოვმა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციის ისტორიულ წარმატებაზეც ისაუბრა:

„ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე 8 მედალი მოვიპოვეთ, რაც ისტორიული შედეგია. ასეთი შედეგი დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს არ ჰქონია. კიდევ ერთხელ მინდა წარმატება მივულოცო ორივე ლაშას, ბექაურს და ტალახაძეს. ჩვენ წარმატებულები ვართ, რადგან არც ერთი ოლიმპიური ღონისძიება არ ჩაგვიგდია – ზამთრის თუ ზაფხულის თამაშები. 2025 წელს კი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება გვსურდა და ამ საკითხზე მთავრობასთან ერთად ბევრს ვმუშაობთ“.