საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა დავით ციმაკურიძის შესახებ წიგნი გამოსცა #1TVSPORT
საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა დავით ციმაკურიძის შესახებ წიგნი გამოსცა #1TVSPORT

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის დავით ციმაკურიძის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

დავით „ამური“ ციმაკურიძემ 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი, ვინც მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ფორუმზე უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო.

წიგნი ოლიმპიური ჩემპიონის შვილიშვილის, დავით ციმაკურიძის ინიციატივითა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. ავტორი კი ცნობილი სპორტის მოღვაწე ზურაბ ჯავახაძეა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. დღეს პრეზენტაციას დავით ციმაკურიძის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

წიგნის პრეზენტაციის გარდა, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგის მიხედვით აღმასკომზე შემდეგი საკითხები განიხილეს.

  1. 2021-2024 წლებში სეოკ-ის სესიებზე განსახილველი საკითხები, ჩასატარებელი ღონისძიებები.
  2. სეოკ-ის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი.
  3. 2025 წლის ბაკურიანის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.
  4. ფიგურულ ციგურაობის პრეზიდენტის მაკა გიორგობიანის ინფორმაცია ზამთრის ოლიმპიადის (2022 წლის თებერვალი) შესახებ.
  5. საქართველოს ოლიმპიური გუნდის მზადების პროცესი კორონავირუსის პირობებში.
  6. პიარი და მარკეტინგი ქართულ ოლიმპიურ მოძრაობაში.
  7. სეოკ-ის კომისიების შემადგენლობათა დამტკიცება.